დაიცავი გამოხატვის თავისუფლება და დაიწყე უსაფრთხო გლობალური კომუნიკაცია ღია კოდის კონფიდენციალურობის ტექნოლოგიის მეშვეობით.
ჩვენი ფლაგმანი პროდუქტით, Signal Messenger-ით, გვჯერა, რომ მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვა, ნიშნავს შენი მონაცემების ყველასგან დაცვას, მათ შორის ჩვენი წვდომისგან, და არა უბრალოდ შენი მონაცემების „პასუხისმგებლიან“ მართვას.
როგორც ღია კოდის საზოგადოების ერთგული წევრი, ჩვენ ვაქვეყნებთ ჩვენს ტექნოლოგიას და ვაზიარებთ ცოდნას, რათა წავახალისოთ სხვა კომპანიები, დანერგონ ის საკუთარ პროდუქტებსა და სერვისებში.
Signal-ის ფონდი არის 501c3 არაკომერციული ორგანიზაცია. ჩვენ ვამაყობთ ამ მიღწევით და მზად ვართ დავამტკიცოთ, რომ არაკომერციულ ორგანიზაციას შეუძლია ინოვაციების დანერგვა და დიდი მასშტაბების მიღწევა, ისევე როგორც ნებისმიერ ბიზნესს, რომლსაც მოგების მოტივი ამოძრავებს.
Signal-ის ფონდი ჩამოყალიბდა 2018 წელს Signal Messenger-ის მხარდასაჭერად, რომელიც 2012 წელს დაარსდა. ფონდის მეშვეობით ჩვენ შევძელით ხელი შეგვეწყო Signal-ის ზრდისა და მიმდინარე პროცესებისთვის, ასევე გამოგვეკვლია კონფიდენციალური კომუნიკაციის მომავალი.
Signal-ი არის არაკომერციული ორგანიზაცია რეკლამის განმთავსებლების ან ინვესტორების გარეშე, რომელსაც მხარს მხოლოდ ის ადამიანები უჭერენ, რომლებიც მას იყენებენ და აფასებენ.
ჩვენ ჩამოვაყალიბეთ Signal-ის ფონდი, როგორც Signal Messenger-ის "დედა ორგანიზაცია", რადგან ვისწრაფვით ერთ მშვენიერ დღეს ხელი შევუწყოთ კონფიდენციალურობის დაცვის სხვა პროექტებსაც, რომლებიც იმავე მისიისკენ მიისწრაფვიან.
ჩვენ ვეყრდნობით საზოგადოების მხარდაჭერას, რათა Signal Messenger-ი, როგორც უფასო აპი, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი. დაუჭერ მხარს ამ საკითხს?
ამბა კაკი იურისტი და ტექნოლოგიური პოლიტიკის ექსპერტია, რომელსაც ათწლეულზე მეტი ხნის საერთაშორისო გამოცდილება აქვს მთავრობის მარეგულირებლების, ინდუსტრიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფილანტროპების კონსულტირებაში. ის ამჟამად AI Now Institute-ის აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც პოლიტიკის კვლევის წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს ნიუ-იორკში და ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების და კონფიდენციალურობის ინსტიტუტში უფროსი თანამშრომელია.
ამბა აშშ-ს ფედერალურ სავაჭრო კომისიაში უფროსი მრჩეველის თანამდებობაზე მსახურობდა, სადაც მარეგულირებელს განვითარებადი ტექნოლოგიების საკითხებში კონსულტირებას უწევდა. AI Now-მდე ამბა გლობალური პოლიტიკის მრჩეველი Mozilla-ში იყო, სადაც მან შეიმუშავა და განავითარა ორგანიზაციების პოზიციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მონაცემთა კონფიდენციალურობის კანონები და ქსელის ნეიტრალიტეტი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ის ამჟამად Mozilla Foundation-ის დირექტორთა საბჭოს პროგრამის კომიტეტში მუშაობს. ამბამ BA LLB (Hons) ინდოეთის იურიდიულ მეცნიერებათა ეროვნული უნივერსიტეტიდან მიიღო. ის არის სამართლის მაგისტრი (BCL) და ოქსფორდის უნივერსიტეტში მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ინტერნეტის სოციალურ მეცნიერებაში, რომელსაც დაესწრო, როგორც როდოსის მეცნიერი.
ბრაიან აკტონი ენტრეპრენერი და კომპიუტერული პროგრამისტია, რომელმაც 2009 წელს მიმოწერის აპლიკაცია WhatsApp დაარსებაში მიიღო მონაწილეობა. მას შემდეგ, რაც 2014 წელს აპლიკაცია Facebook-ზე გაიყიდა, აკტონმა გადაწყვიტა დაეტოვებინა კომპანია მომხმარებელთა მონაცემების გამოყენებისა და მიზანმიმართულ რეკლამასთან დაკავშირებული განსხვავებული ხედვის გამო, რათა თავისი ძალისხმევის ფოკუსირება არაკომერციულ ორგანიზაციებზე მოეხდინა. 2018 წლის თებერვალში აკტონმა საკუთარი ჯიბიდან 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო, რათა მოქსი მარლინსპაიკთან ერთად Signal-ის ფონდი დაეარსებინა. Signal-ის ფონდი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ეძღვნება ფუნდამენტური სამუშაოს შესრულებას კონფიდენციალური კომუნიკაციის ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და მაშტაბირების უზრუნველსაყოფად.
WhatsApp-ისა და Signal Foundation-ის დაარსებამდე, აკტონი მუშაობდა პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელად 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Apple, Yahoo და Adobe.
ჯეი პროდუქტის შემქმნელია. მას დიდი გამოცდილება აქვს პროდუქტის და ინჟინერიის წამყვან პოზიციებზე სამომხმარებლო ტექნოლოგიაში. ბოლო დროს ის იყო Twitter-ის სამომხმარებლო და შემოსავლის პროდუქტების გენერალური მენეჯერი, ინჟინერიის, პროდუქტების, დიზაინის, კვლევისა და მონაცემთა მეცნიერების წამყვანი მიმართულებების დარგში. Twitter-მდე ჯეი Facebook-ში იყო, სადაც ხელმძღვანელობდა Reality Labs-ის AI ასისტენტის განვითარებას, შემდეგ კი მართავდა კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და სისტემების პროდუქტების გუნდებს Messenger-ისა და Instagram Direct-ისთვის. ჯეი იყო პროდუქტის SVP და მთავარი ოპერაციული ოფიცერი Mozilla-ში, სადაც ის ხელმძღვანელობდა Firefox-ის ძირითად გამოშვებებს მისი აღზევების დროს და იყო ევანგელისტი ვებ პლატფორმისთვის და ხალხისთვის მეტი არჩევანისა და კონტროლის მინიჭებაში ონლაინ რეჟიმში.
ჯეი ასევე იყო სტარტაპის დამფუძნებელი და კარიერის ადრეული ნაწილი გაატარა, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა და ინჟინერიის მენეჯერმა Firefly Network-ში (შეიძინა Microsoft-მა) და Oracle-ში.
ჯეი ფლობს იელის კოლეჯის B.S.-ს ხარისხს გამოყენებით მათემატიკაში და არის შეერთებული შტატების რამდენიმე პატენტის თანაგამომგონებელი.
კეტრინ მაჰერი იყო CEO და აღმასრულებელი დირექტორი Wikimedia Foundation-ში, რომელიც პასუხისმგებელია Wikipedia-ზე. ის ამჟამად არის არარეზიდენტი უფროსი თანამშრომელი ატლანტიკურ საბჭოში, სადაც მისი მუშაობა ფოკუსირებულია ტექნოლოგიების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კვეთაზე. Wikimedia-მდე ის ციფრული უფლებების დაცვის ორგანიზაციის Access Now-ს ადვოკატირების დირექტორი იყო. მაჰერი არის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალური ლიდერი და უსაფრთხოების თანამშრომელი ტრუმენის ეროვნული უსაფრთხოების პროექტში. ის არის ტექნოლოგიებისა და დემოკრატიის ცენტრის, მომხმარებელთა ანგარიშების, ამერიკის ციფრული საჯარო ბიბლიოთეკის, სათავგადასავლო მეცნიერების და System.com-ის დირექტორთა საბჭოში. ასევე ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის რწმუნებული. ის არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო საქმეთა პოლიტიკის საბჭოს წევრი, სადაც კონსულტაციას უწევს სახელმწიფო მდივანს ტექნოლოგიურ პოლიტიკაში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ახლო აღმოსავლეთისა და ისლამურ კვლევებში 2005 წელს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯში, სწავლის შემდეგ კაიროში, ეგვიპტეში, ამერიკული უნივერსიტეტის არაბული ენის ინსტიტუტში და Damas-ის საფრანგეთის არაბული ენის ინსტიტუტში (L. IFEAD) დამასკოში, სირია.
მერედიტ უიტაკერი არის Signal-ის პრეზიდენტი და Signal-ის ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრი.
მას ტექნოლოგიის, აკადემიურ და სამთავრობო სფეროებში მუშაობის 17 წელზე დიდ ხნიანი გამოცდილება აქვს. Signal-ის პრეზიდენტობამდე ის იყო Minderoo-ს მკვლევარი პროფესორი NYU-ში და მუშაობდა AI Now Institute-ის ფაკულტეტის დირექტორად, რომლის თანადამფუძნებელიც არის. მისმა კვლევებმა და მეცნიერულმა მუშაობამ ხელი შეუწყო გლობალური ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის ჩამოყალიბებას და ხელოვნური ინტელექტის შესახებ საჯარო ნარატივის შეცვლას, რათა უკეთესად ამოეცნოთ სამეთვალყურეო ბიზნეს პრაქტიკა და ინდუსტრიული რესურსების კონცენტრაცია, რასაც თანამედროვე AI მოითხოვს. NYU-მდე იგი Google-ში ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა, სადაც ხელმძღვანელობდა პროდუქტებისა და საინჟინრო გუნდებს, დააარსა Google-ის Open Research Group-ი და M-Lab-ის, გლობალურად განაწილებული ქსელის საზომი პლატფორმის თანადამფუძნებელია, რომელიც ახლა ინტერნეტის მუშაობის შესახებ მონაცემების მსოფლიოში უდიდეს ღია წყაროს უზრუნველყოფს. ის ასევე დაეხმარა Google-ს ორგანიზაციის მართვაში. ის იყო ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, რომელიც აპროტესტება კომპანიის არასაკმარის რეაგირებას საზოგადებაში არსებულ შიშებზე ხელოვნური ინტელექტის ზიანის შესახებ და იყო Google Walkout-ის მთავარი ორგანიზატორი. ის იყო თეთრი სახლის, FCC-ის, ქალაქ ნიუ-იორკის, ევროპარლამენტსა და ბევრი სხვა სამთავრობო თუ სამოქალაქო ორგანიზაციის მრჩეველი კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის, ინტერნეტის პოლიტიკისა და ზომების საკითხებში. მან ახლახან დატოვა აშშ-ს ფედერალური სავაჭრო კომისიის თავმჯდომარის უფროსი მრჩევლის თანამდებობა ხელოვნური ინტელექტის საკითხებში.
მოქსი მარლინსპაიკი Signal-ის დამფუძნებელია.